13 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1396

ხუთშაბათს, 13 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა კვლავ კლების ტენდენცია აჩვენა. უნდა აღინიშნოს, რომ 12 დეკემბერს ციფრული ვალუტების ფასები შედარებით გაუმჯობესებული იყო, თუმცა გუშინ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა დაიკლო.

ბიტკოინის ფასმა მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა 3.500 დოლარის ზღვრის დაძლევა. საბოლოოდ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 3.313 დოლარზე დაიხურა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლების მაჩვენებელი 6.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინზე ვაჭრობა 1.4%-ით შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ასევე ის კურსი, რომელზეც ვაჭრობა გაიხსნა და დაიხურა 0.30 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 105 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი