12 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2141

12 ივლისის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ კლებას განიცდის.

ბიტკოინის ფასის ნიშნული დაახლოებით 6.170 დოლარზე ჩამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 3%-ით დაიკლო. მნიშვნელოვანია ფაქტია, რომ ბიტკოინმა დღის გარკვეულ მონაკვეთში, რამდენიმე საათში 200 დოლარი დაკარგა.

რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ით დაიკლო. ეთერიუმის ღირებულებამ კი დაახლოებით, 429 აშშ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსმა კვირის განმავლობაში 7%-ზე მეტით დაიკლო.

CoinMarketCap-ის კრიპტოვალუტების ჩამონათვალში პირველი 50 მონეტა ფასის შემცირებას განიცდის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი 10 მონეტის დღიური შემცირება 3.5%-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 12 ივლისს დაფიქსირებული მაჩვენებლის მიხედვით, 245 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს რიცხვი არის 10 ივლისს არსებული ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელზე 30 მილიონით ნაკლები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი