სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ქალაქი FTX-თან პარტნიორობას იწყებს

0
865

სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე ქალაქმა ბუსანმა, კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რათა ააშენოს ადგილობრივი კრიპტო ბირჟა და Blockchain ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყოს ხელი.

Sam Bankman-Fried’s FTX ქალაქს ციფრული ვალუტების ბირჟის შექმნაში დაეხმარება, როგორც Busan Metropolitan City-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ბაჰამში დაფუძნებული ფირმა ასევე დაეხმარება ქალაქს ადგილობრივი Blockchain ინდუსტრიის ზრდის ხელშეწყობაში.

Busan City გამოიყენებს FTX-ის ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურას საკუთარი კრიპტოვალუტის ბირჟის შესაქმნელად. FTX ასევე ჩართული იქნება Blockchain სპეციფიური განათლების პოპულარიზაციაში ადგილობრივ უნივერსიტეტებთან და პროექტებში ქალაქის Blockchain სპეციალური უფასო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს შეიქმნა.

FTX საინვესტიციო განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის, ემი ვუს თქმით, კომპანია დააარსებს კორეის FTX ფილიალს ბუსანში მომდევნო 12 თვის განმავლობაში, რათა დაეხმაროს ქალაქს გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს ციფრულ ფინანსურ ცენტრად აზიაში.

ბუსანის შეთანხმება FTX-თან პირველი კრიპტო კომპანიასთან დადებული შეთანხმება არ ყოფილა ქალაქის მხრიდან, ბუსანმა ცოტა ხნის წინ პარტნიორობა Binance-თანაც გამოაცხადეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი