რუსეთში კრიპტო თაღლითური საქმიანობის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს

0
1198

რუსმა სამართალდამცავებმა ონლაინ დამნაშავეების ჯგუფი დააკავა. ჯგუფი ეჭვმიტანილია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითურ გარიგებებში.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური დაჯგუფება ინვესტორებს თანხის გადმორიცხვას სთხოვდა, რის შედეგადაც ინვესტორების საფულეზე ციფრული ვალუტის გარკვეული რაოდენობა უნდა დარიცხულიყო.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური გარიგებების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

თაღლითური სქემების მონაწილე ხშირად მაინერები არიან. მაინერების გამომჟღავნება შედარებით მარტივია. კვალის დადგენა ელექტოენერგიის დიდი რაოდენობის მომხმარების საშუალებით ხდება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის აღმოჩენის დროს კონკრეტულ ტერიტორიაზე 6000-ზე მეტი მაინინგის დანადგარი აღმოჩნდა.

შსს-ს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა მაშინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაციიდან საერთო დანაკარგი 8 მილიონ კვტ-სთ-ზე მეტი იყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების მოქალაქე დააპატიმრეს. დაკავებული ეჭვმიტანილი იყო კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებაში.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სხვადასხვა ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გამოყენებით რუსეთის მოქალაქემ ფინანსური დანაშაული ჩაიდინა.

ამასთანავე, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულშიც იყო შემჩნეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი