კრიპტოვალუტის ბირჟები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციის მოლოდინში არიან

0
2038

“როიტერთან” ინტერვიუში სპეციალური საფინანსო ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი განიხილება.

ახალი წესები 2015 წლის ივნისში მარეგულირებლის მიერ მიღებულ “არასავალდებულო” წესების გაუმჯობესებას ეხება. მარეგულირებელი განიხილავს ფულის გათეთრებისა და საეჭვო სავაჭრო აქტივობების მიმართ საწინააღმდეგო ზომების მიღებას. წესები შესაძლოა, პირველ რიგში ახლადრეგისტირებულ ბირჟებს შეეხოს.

მარეგულირებლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იაპონიის ხელისუფლება რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებში სხვა ქვეყნებთან შედარებით აშკარა ლიდერია. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლისთვის იაპონიის მთავრობა კრიპტოვალუტებისთვის ახალ სავალდებულო წესებს შემოიღებს.

მარეგულირებელის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ დიდი იმედი აქვს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან თანმშრომლობის. სპეციალური საფინანსო ჯგუფის სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს. ჯგუფი 37 სახელმწიფოსგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური საფინანსო ჯგუფის უკანასკნელი ნაბიჯი კანადის მთავრობის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდებოდა.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეგულაციები ძირითადად ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოაშკარავებასა და შემდგომ პრევენციას უკავშირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი