მაიკ ნოვოგრაცი: ბიტკოინს კრიპტოვალუტის ლანდშაფტში უნიკალური ადგილი უჭირავს

0
1465

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი, მაიკ ნოვოგრაცი ფიქრობს, რომ ბიტკოინს კრიპტოვალუტის ლანდშაფტში უნიკალური ადგილი აქვს დაკავებული.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ქიმიის ელემენტთა პერიოდულ სისტემაში არსებობს 118 ელემენტი და მხოლოდ ერთი არის ოქრო. ბიტკოინი იქნება ციფრული ოქრო და ის იქნება სრულუფლებიანი ვალუტა”,- აღნიშნა საუბრისას ნოვოგრაციმ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ციფრული ვალუტების ეფექტურობის გაზრდასთან ერთად უსაფრთხოების სისტემებიც მაქსიმალურად მტკიცე უნდა გახდეს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი 3.400-3.600 დოლარს შორის მოძრაობას. მაიკ ნოვოგრაცი კი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტის ფასს 8.000 დოლარამდე გაზრდა შეუძლია.

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ციფრული ვალუტით დაინტერესება ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

მაიკ ნოვოგრაცი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ხელს უწყობენ კრიპტოვალუტის სფეროს გაჯანსაღებას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში მაიკ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ 2019 წელს ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარამდე გაიზრდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი