ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრი კრიპტოვალუტას ეკონომიკურ ბუშტს უწოდებს

0
1767

ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა, როგორც ეკონომიკური ბუშტი სულ მალე გასკდება.

ამის შესახებ არდო ჰენსონმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა.

ლატვიაში, რიგაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას არდო ჰენსონმა, რომელიც ასევე არის ესტონეთის ცენტრალური ბანკის მმართველი, განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ნონსენსია. ოფიციალურმა პირმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის ბუმმა უკვე დაიწყო კოლაფსირება.

“მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ წარსულის გახსენებისას ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შეგვეძლო ამ ზღაპრის დაჯერება”,- განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა.

ჰენსონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმას რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს კრიპტოვალუტაში ინვესტიციების დროს თავად ინვესტორების დაცვაზე. მან აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკანონო ქმედებებისთვის.

ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსური სტაბილურობის გარშემო არსებულ პრობლემებს, რაც ციფრული აქტივებთან და რეგულირებად ტრადიციულ ფინანსურ სექტორთან არის დაკავშირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი