ბელგიაში კრიპტოვალუტები ონლაინ აუქციონზე გაიყიდა

0
1672

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის აუქციონის სახლმა Wilsons Auctions-მა ბელგიის ფედერალური მთავრობის ნებართვით ციფრული ვალუტის აუქციონი მოაწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონზე დაახლოებით 430 000 დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა არის გაყიდული. ამ რაოდენობის ციფრული ვალუტა კი ბელგიაში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული.

აუქციონი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ღია იყო საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

ბელგიაში ციფრული ვალუტების აუქციონის წესით გაყიდვა ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა. ჯერ კიდევ შარშან, მაისის თვეში გერმანიის სამართალდამცავებმა აუქციონის წესით 12 მილიონი ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა გაყიდეს.

ცნობილი გახდა, რომ გასაყიდად გამზადებული იყო 1312 ბიტკოინი. აუქციონზე გასაყიდ კრიპტოვალუტების ჩამონათვალში ბიტკოინის გარდა, შედიოდა ასევე 1399 ბიტკოინ Cash, 1312 Gold ბიტკოინი და 220 ეთერიუმი.

კრიპტოვალუტები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ამოიღეს ორი თვის განმავლობაში გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დროს ამოღებული აქტივების აუქციონის წესით გაყიდვა ევროპულ სამართლებრივ სისტემაში დიდი ხნის დანერგილი პრაქტიკაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი