კრიპტო აპარატების რიცხვი მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა.
CoinATMRadar-ის მონიტორინგის თანახმად, 73 ქვეყანაში ამჟამად 8208 ბიტკოინის აპარატი მოქმედებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა ნაღდი ანგარიშსწორებით. ციფრული ვალუტის აპარატების უმეტესობა, 6000-ზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატებია განთავსებული.
კვლევის მიხედვით, 2020 წლის მარტის შემდეგ ბიტკოინის ავტომატების რიცხვი 17%-ით გაიზარდა. ეს შესაძლოა, კრიპტოვალუტის მზარდ მოთხოვნილებაზე მიანიშნებდეს.
CoinATMRadar–ის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ მაგალითად, ესპანეთში ბიტკოინის ბანკომატების რიცხვი შემცირდა.
შარშან კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, ფულის გათეთრების პრობლემების გამო ბიტკოინის გადახდის ავტომატები აიკრძალა. ვანკუვერის მერმა, კენედი სტიუარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გადახდის აპარატების აკრძალვა რთული პროცესი იყო და ის ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდებოდა.
ვანკუვერის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, დამნაშავეებმა ბიტკოინის გადახდის აპარატები არაკანონიერი საქმისთვის გამოიყენეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კანადა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს რისკების მონიტორინგი.