კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2016

კრიპტოვალუტა განვითარების სტადიაში მყოფი ტექნოლოგიაა, ამიტომ ჯერჯერობით ციფრული ვალუტა არასტაბილურ აქტივად რჩება. ზოგადად, 2018 წელი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო კრიპტო ინვესტორებისათვის. რაც შეეხება კვირის შეჯამებას, გასულ კვირას კრიპტოვალუტის კურსმა მნიშვნელოვნად განიცადა ცვლილება.

ბიტკოინი

ბოლო დღეების განმავლობაში კრიპტოვალუტის ტაბლოზე ბიტკოინით ვაჭრობის უკეთესი ტენდენცია შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მთელი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ვაჭრობის საშუალო ტენდენცია არცთუ ისე, მაღალი იყო.

კურსის დაცემისას, როდესაც ბიტკოინის გაყიდვა მასობრივად მიმდინარეობს, ხოლო მყიდველისათვის ფასი მიმზიდველი ხდება ამ დროს, მოკლევადიანი ვაჭრობა ყველაზე მომგებიანია.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ბიტკოინის ფასი დაიწევს ის, ვინც ბიტკოინს გაყიდის შესაძლებლობა ექნება გარკვეული მოგება ნახოს. შეგახსენებთ, რომ გაყიდვისათვის იდეალური დრო იქნება მაშინ, როდესაც ფასი ვარდნას დაიწყებს. თუმცა, თუ ფასი ისე დავარდება, რომ დაცემის ახალ ნიშნულს მიაღწევს, მაშინ ზემოთხსენებული შემოთავაზება არცთუ ხელსაყრელი იქნება და ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, რომ ასეთ დროს ბიტკოინის გაყიდვისგან თავი შეიკავონ.

ეთერიუმი

ეთერიუმი ბოლო ცხრა დღის განმავლობაში 1265 დოლარიდან 565.54 დოლარზე დაეცა. საშუალოდ, კურსის მოძრაობა მიუთითებს იმაზე, რომ ერთერიუმის ფასი შესაძლოა კიდევ დაეცეს. თუკი, ეთერიუმი მოახერხებს და 6 თებერვალის მონაცემს, 706,92 ასცდება მაშინ, ინვესტორებს მოკლევადიანი ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცემათ. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ, ფასი მკვეთრად დაეცემა ექსპერტები ინვესტორების ეთერიუმში კაპიტალის ჩადებას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ხუთშაბათს ბიტკოინ Cash-ის ფასმა მნიშვნელოვანდ აიწია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში ბიტკოინ Cash-ით მოკლევადიანი ვაჭრობა შესაძლებელი იქნება, მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი საშუალო ან მაღალ ნიშნულს მიაღწევს. ბიტკოინ Cash-ის სამიზნე ფასი 2072 დოლარია. თუმცა, ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდოებენ, რომ შესაძლოა პირიქით მოხდეს და ბიტკოინ Cash-ის კურსი სულაც არ გაიზარდოს. ასეთ დროს ექსპერტები ინვესტორებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

რიპლი

ბოლო პერიოდში რიპლიმ ინვესტორებს იმედები გაუცრუა. ამჟამინდელი ფასი უმაღლესი ღირებულებიდან 67%-ზე დაბლა ჩამოვიდა. უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე მცირე ვაჭრობა შეინიშნებოდა. როგორც ჩანს, მყიდველბს შორის რიპლიზე მოთხოვნა დაბალია.

მიუხედავად ამისა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რიპლის ფასი ვარდანას შეწყვეტს და კრიპტოვალუტა შეძლებს ინვესტორების დაინტერესებას. ამ დროს რიპლის შესაძლო ფასი 1,74 დოლარი იქნება. ექსპერტები მოავაჭრეებს ურჩევენ დაელოდონ რიპლის ფასის ზრდას და ინვესტიცია ისე, განახორციელონ.

ლაიტკოინი

თუ, ლაიტკოინი განაგრძობს ფასის ზრდას მისი სამიზნე 175 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ლაიტკოინის ეს ღირებულება შესაძლოა მყარი არ იყოს და არსებობს როგორც კურსის დავარდნის ისე, გაზრდის შესაძლებლობაც. იმ შემთხვევაში თუ, ლაიტკოინის ფასი ზრდას დაიწყებს კრიპტოვალუტა 243 და 307 დოლარს შორის იმერყევებს.

ანალიტიკოსები ლაიტკოინს შესაძლო ხანგრძლივ პოზიციასაც უწინასწარმატყველებენ და მოვაჭრეებს ურჩევენ, როდესაც კრიპტოვალუტა 175 დოლარს ასცდება მაშინ, დაიწყონ ვაჭრობა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამჟამად, ლაიტკოინის ვაჭრობისას რაიმე სპეციფიკური გათვლების გაკეთება არ არის საჭირო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი