კანადის უნივერსიტეტი Blockchain-ის საგანმანათლებლო პროგრამას ნერგავს

0
1458

კანადაში დაფუძნებული იორკის უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში დაიწყებს ორ ახალ Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რათა დააკმაყოფილოს ამ სფეროში პროფესიონალების მზარდი მოთხოვნა.

კანადის იორკის უნივერსიტეტის უწყვეტი კვლევების სკოლაში გამოცხადდა სასერთიფიკაციო და სამაგისტრო პროგრამა, რომელიც Blockchain-თან არის კავშირში.

უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ახალი კურსები მიზნად ისახავს კანადაში, განსაკუთრებით კი ტორონტოში Blockchain-ის მცოდნე, პროფესიონალების მომზადებას.

თებერვალში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IOHK-მა, რომელიც კარდანოს ბაზაზე არის დაფუძნებელი, განაცხადა, რომ 500,000 აშშ დოლარის დონაცია განახორციელა. თანხა ვაიომინგის Blockchain უნივერსიტეტისთვის იყო განკუთვნილი.

დონაცია ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის მხარდაჭერასა და განვითარებას გულისხმობდა.

”ეს დაფინანსება მიზნად ისახავს ახალგზრდებში მოტივაციის ამაღლებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებას Blockchain სექტორში. სტუდენტური კვლევები, ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურის დონეზე, ამ ინიციატივის ძირითადი ნაწილია. ჩვენი კვლევისა და განვითარების ლაბორატორია კონცენტრირებულია როგორც ყველა სამუშაოს თეორიულად დასაბუთებაზე, ასევე მათ პრაქტიკულად განხორციელებაზეც”,- განაცხადა ასისტენტ-პროფესორმა, მაიკ ბოროვქექმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი