იტალიის მარეგულირებელმა ერთ-ერთი კრიპტო კომპანია შავ სიაში დაამატა

0
1928

იტალიის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტო კომპანია Togacoin-ი თაღლითობასთან დაკავშირებულ შავ სიაში დაამატა. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ კომპანია შავ სიაში შეტანამდე გააფრთხილა.

აღსანიშნავია, რომ Togacoin-ის შავ სიაში შეტანა კომპანიის იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

მარეგულირებლის ვებ-საიტი ასევე ხაზს უსვამს კომპანიის გეგმებს ახალი თაობის მაინინგის ტექნოლოგიების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტექნოლოგია შედარებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და გაცილებით უსაფრთხოა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში იტალიის მარეგულირებელმა ორი სხვა პროექტი შეაჩერა. კერძოდ, მარეგულირებელმა შეაჩერა Bitsurge Token-ისა და Green Energy Certificates-ის საქმიანობა. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ მათი საქმიანობა თაღლითურ სქემასთან იყო დაკავშირებული.

ასევე გასული წლის მიწურულს მარეგულირებელმა კრიპტო პროექტის, Avacrypto-ს საქმიანობა შეაჩერა. ერთი თვით ადრე კი, მარეგულირებელმა იმავე მოტივით მსგავსი შეჩერების ბრძანება სამ კრიპტოსთან დაკავშირებულ კომპანიასთან გაგზავნა. ეს კომპანიები იყო: Richmond Investing-ი, Cryptoforce-ი და Eagle Bit Trade-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი