ისლანდიის ეროვნულმა ელექტროკომპანიამ, Landsvirkjun-მა ელექტროენერგიის რაოდენობა შეამცირა. აღსანიშნავია, რომ შემცირებამდე ელექტროენერგია ალუმინის ქარხნებსა და ბიტკოინის მაინინგის ცენტრებს მიეწოდებოდა.
“7 დეკემბრიდან გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში, მაინინგის ოპერაციებიდან ელექტროენერგიის ნებისმიერი ახალი მოთხოვნა უარყოფილი იქნება”,- ამის შესახებ ინფორმაციას Landsvirkjun-ი ავრცელებს.
კუნძულის ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა შეემცირებინა ენერგიის გამოყოფა სამხრეთ-დასავლეთ ბიტკოინის მაინერებისთვის. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის ელექტროსადგურის პრობლემა, ჰიდრორეზერვუარის დაბალი დონე და ა.შ.
მაინინგის ცენტრებს ისლანდია დიდი ხანია იზიდავს. მიზეზი გეოთერმული ენერგიის სიმრავლეა, რომელიც განახლებადი ენერგიის იაფი და დიდი რაოდენობით მიწოდებისთვის გამოიყენება.
წლების განმავლობაში მაინერები ცდილობდნენ ისლანდიაში მოხვედრას, რადგან ეს იყო ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზა “ეკოლოგიურად სუფთა” მაინინგის საწარმოებლად.
შეგახსენებთ, რომ კანადის Hive Blockchain Technologies-ი, Genesis Mining-ი და Bitfury Holding-ი არიან ის მსხვილი ბიტკოინის მაინინგ კომპანიები, რომლებმაც ობიექტები ისლანდიაში გახსნეს.