კრიპტო კომპანია Grayscale-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიტკოინით დაინტერესებული ინვესტორების 43% ქალია.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს მოქალაქეებმა, რომელთა ასაკიც 25-დან 64 წლამდე მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხული აღნიშნავდა, რომ მონაწილეობს კრიპტო სავაჭრო ოპერაციებში.
მანამდე არსებული GoogleAnalytics-ის კველევაში ვარაუდი იყო გამოთქმული, რომ ბიტკოინის მფლობელთა 90% მამაკაცი იყო. თუმცა Grayscale-ის კვლევის მონაცემები ამ აღქმას ეჭქვეშ აყენებს.
აღსანიშნავია, რომ ქალების 56.2% და მამაკაცთა 56.4% ციფრული ვალუტაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხედავენ. ქალების 47% ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის შეძენისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა, რათა ფასი მალე დაიწყებს ზრდას. ქალბატონების ამ მოსაზრებს მამაკაცთა 39% ეთანხმება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ივლისის ბოლოს GlobalWebIndex-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, კრიპტო საზოგადოებაში გენდერული დისბალანსი ისეთი მწვავე აღარ იყო, როგორც ადრე.
GlobalWebIndex– ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მონაცემთა დიდი ჩამონათვალია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ევროპულ კრიპტო საზოგადოებაში უკეთ გარკვევა.
მონაცემების მიხედვით, ხუთი ევროპელ კრიპტო ინვესტორში ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო.