ინდონეზიის მთავრობა ბიტკოინით ტრანზაქციებს კრძალავს

0
2635

ინდონეზიის ბალის კუნძულზე ბიტკოინი მკაცრი ზედამხედვლობის ქვეშ არის. ამის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცენტრალური ბანკი სახელმწიფოს მასშტაბით ოფიციალურად ზღუდავს კრიპტოვალუტის გამოყენებას. ინდონეზიის ბანკის ხელმძღვანელი ბალის კუნძულზე კოსა იმან კარანა აღნიშნავს: “სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტიდან გავიგეთ ბალის კუნძულზე ბიტკოინებით ტრანზაქციის შესახებ. ადამიანები, რომლებიც ტრანზაქციებს ახორციელებენ კანონით დადგენილი წესებს უნდა დაემორჩილონ. სპეციალური დანაშაულის გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელობით, ჩვენ იძულების გზით გამოვიყენებთ წესს, რომლის თანახმადაც, ინდონეზიაში ყველა ტრანზაქციის დროს რუპია უნდა გამოიყენებოდეს”.

ინდონეზიის მთავრობა 2018 წელს ბიტკოინის აკრძალვას გეგმავს.

“ჩვენ მოგიწოდებთ ლოგიკურ ინვესტიციას, მაგრამ, არა ბიტკოინში. ადამიანებს, ვისაც სურს ინვესტირება, ეს არ უნდა განახორციელონ ციფრულ ვალუტაში, მაგრამ ინვესტიცია შეუძლიათ ჩადონ ტრადიციულ ვალუტაში, რომელიც ხელს შეუწყობს ინდონეზიის ეკონომიკის გააუმჯობესებას”- განაცხადა ინდონეზიის ფინანსური სერვისების სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანლმა ტონგამ ტობინგმა.

როგორც ჩანს, ინდონეზიის ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა. თუ ადრე, ქვეყანაში ბიტკოინის გამოყენებაზე მსგავსი აკრძალვები არ არსებობდა, ახლა, მთავრობა ცდილობს ქვეყნის მასშტაბით ციფრული ვალუტების გამოყენება შეაჩეროს.

განსხვავებით ავსტრალიის მთავრობის ლიბერალური პოზიციასგან, ინდონეზიის მკაცრი რიტორიკა ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ შესაბამისობაში მოდის ჩინეთისა და სამხრეთ კორეის აკრძალვებთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი