ინდოეთის კრიპტოვალუტის ბირჟებზე კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად შემცირდა

0
1053

ინდოეთში ციფრული ვალუტის შესახებ მისაღები კანონპროექტის დაანონსების შემდეგ კრიპტოვალუტის ფასები დაეცა.

ინდოეთში რეგულაციის შესახებ დისკუსიებმა კრიპტოვალუტის აკრძალვის შესახებ კრიპტოვალუტის ბირჟაზე, WazirX-ზე პანიკა გამოიწვია, რომლის შედეგიც ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასის უზარმაზარი ვარდნა აღმოჩნდა.

კრიპტოვალუტის ფასები ინდოეთში მალევე დაეცა მას შემდეგ, რაც პარლამენტის ზამთრის სესიაზე 26 ახალი კანონპროექტის შემოღება გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან, ციფრულ ვალუტას საკმაოდ მკაცრი კანონები შეეხო.

WazirX-ზე მასობრივმა გაყიდვამ ბიტკოინის ფასი 14,8%-ით შეამცირა.

ანალოგიურად, სხვა პოპულარულმა კრიპტოვალუტებმა, მათ შორის ეთერიუმმა და Cardano-მ ორნიშნა ფასის ვარდნა განიცადეს.

მედიასთან საუბრისას WazirX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიშალ შეტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთის კრიპტო ბაზარი ვაჭრობას განაგრძობს.

”პანიკური გაყიდვებმა ინდოეთის ბაზრის კორექტირება გამოიწვია და ფასები შემცირდა, თუმცა ვაჭრობა მაინც გრძელდება”,- აღნიშნა WazirX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი