ინდოეთში დაფუძნებულმა კრიპტობირჟამ ანაგარიშები გაყინა

0
2261

ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბირჟა Zebpay-მ განაცხადა, რომ დეპოზიტები გაყინა. ბირჟამ ეს გააკეთა ერთი დღით ადრე მანამ სანამ, ბანკების მიერ დაწესებული კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში შევიდოდა.

Zebpay-მ განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, მანამდე ბირჟამ მომხმარებლები გააფრთხილა, რომ რუპიაში ანაგარიშების გახსნა შეჩერდებოდა.

“ცენტრალური ბანკის ანაგრიშებიდან დეპოზიტების გატანა კრიპტობიზნესისთვის მალე შეწყდება ამიტომ, იქამდე უნდა გამოიტანოთ თქვენი ანაგრიშებიდან თანხა, სანამ აკრძალვა შევა ძალაში”,- ნათქვამია Zebpay-ს თავდაპირველ გაფრთხილებაში.

სამშაბათს, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა დედლაინი, რათა ამით შემცირდეს ვადაგადაცილებული საშეღავათო პერიოდი კრიპტოვალუტის ბიზნესებზე, რომელიც თავის მხრივ, კლიენტების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 5 ივლისის კვლავაც არის შესაძლებელი გარკვეული ოპერაციების შესრულება. ეს კი მანამდე, სანამ 20 ივლისის სასამართლო განხილვა გაიმართება, სადაც კრიპტობიზესის საბანკო სექტორთან ურთიეთობის აკრძალვის საკითხი უნდა განიხილონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი