ინდოეთის სარეზერვო ბანკის კრიპტო აკრძალვის გაუქმებამ ინვესტიციების ზრდა განაპირობა. ადგილობრივი ინდუსტრიის ზრდა კანონმდებლებს ძლიერი მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნის საშუალებას მისცემს.
ინდოეთში დაფუძნებული სტარტაპი Tradehorn-მა მუშაობა განაახლა. სტარტაპმა მას შემდეგ განაახლა მუშაობა, რაც უზენაესმა სასამართლომ სარეზერვო ბანკის აკრძალვა გააუქმა.
მარტში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ინდოეთის სარეზერვო ბანკის აკრძალვა ფინანსური ინსტიტუტების შესახებ გააუქმა. ბანკები ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ მომსახურებას უზრუნველყოფდნენ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ინვესტორების მხრიდან ინდოეთის კრიპტო სექტორის მიმართ ინტერესის გაღვივება.
მაისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის კრიპტოვალუტის ბირჟები ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებულ მკაფიო მითითებების გაგზავნას ითხოვდნენ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნის ციფრული ვალუტების ბირჟა მკაფიო საგადასახადო მითითებების ჩამოყალიბებას მოითხოვდა.
4 მაისს, India Times–მა ასევე დაწერა, რომ ინდოეთის რამდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟამ ცენტრალური ბანკის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საჭიროა ოპერაციების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა, კრიპტოვალუტის კლასიფიკაცია და ა.შ.