იაპონიის მარეგულირებელი ბირჟების შემოწმებას კვლავ განაგრძობს

0
2089

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო კონკრეტულ ბრძანებებს გამოსცემს, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებს შეეხებათ.

ფინანსური მომსახურეობის სააგენტო ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ფულის გათეთრებას ასახელებს. სააგენტოს ინსპექტირების შემდეგ დადგინდა, რომ რამდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟა ვერ ახერხებს მომხმარებლის იდენტიფიცირების შემოწმებას.

მარეგულირებელმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელთა აქტივები სათანადოდ არ არის დაცული.

მარეგულირებლის ახალი ბრძანებები გავრცელდა 12 კრიპტოვალუტის ბირჟაზე, რომელთაგან ორი ოფიციალურად ლიცენზირებულია, ხოლო დანარჩენი 10 ბირჟა ჯერ კიდევ ლიცენზიის მოლოდინშია.

როგორც ცნობილი გახდა, ფინანსური მომსახურეობის სააგენტო გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც შეაჯამებს შემოწმების შედეგებს ამ თვის ბოლოს და ასევე უზრუნველყოფს შემდგომ მითითებებს მომხმარებელთა დაცვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ იანვარში კრიპტო სივრცეში დიდი სკანდალი გამოიწვია Coincheck-ის დაჰაკვამ, საიდანაც 532 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ამ ფაქტის შემდეგ, უკვე აპრილის თვეში თივთრეგულების ორგანო შეიქმნა, რათა შიდა ოპერატორების საქმიანობა უფრო უსაფრთხო გამხდარიყო.

უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ იაპონიაში კრიპტოვალუტების ბირჟების ნახევარი ნებაყოფლობით დაიხურა ნახევარი კი სააგენტოს ზეწოლის შედეგად.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, იაპონიაში კრიპტო საქმიანობა კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი