იაპონიის ერთ-ერთი ასოციაცია ქვეყნის მარეგულირებელს მიმართავს

0
1965

ახალი ეკონომიკის იაპონურმა ასოციაციამ ქვეყნის ფინანსური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა, რომ შეამციროს კრიპტოვალუტის მიმდინარე საგადასახადო განაკვეთი.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იაპონიის ელექტრონული ვაჭრობის მსხვილი კომპანის Rakuten-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰიროში მიკიტანიმ განაცხადა, რომ ასოციაცია თხოვნით მიმართავს ქვეყნის ფინანსურ მარეგულირებელ სააგენტოს ციფრული ვალუტის საგადასახადო განაკვეთებთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტის ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი ამჟამად 55%-ით იბეგრება. ასოციაციის შეთავაზებით კრიპტოვალუტის ვაჭრობაზე “პროგრესული დაბეგვრის სისტემის” დაწესება კი საგადასახადო შეღავათების 20%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

ასოციაცია მარეგულირებელს ასევე სთხოვს, რომ ერთი კრიპტოვალუტის გამოყენებით სხვა კრიპტოვალუტის შეძენასთან დაკავშირებით არანაირი გადასახადი არ დააწესოს.

ასოციაციის მიერ შედგენილ წერილში ხაზგასმულად არის აღინიშნილი, რომ მარეგულირებელმა არანაირი ზიანი არ უნდა მიაყენოს კრიპტოვალუტის ინდუსტრიას. ასოციაცია ასევე მოუწოდებს მარეგულირებელს, რომ უფრო ნათელი გახადოს პირველად მონეტარულ შეთავაზებასთან (ICO-სთან) დაკავშირებული მარეგულირებელი წესები.

შეგახსენებთ, რომ იანვარში იაპონიის მარეგულირებელმა არარეგისტრირებულ კრიპტო კომპანიებს რეგულაცია დაუწესა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი