თურქეთი საერთაშორისო Blockchain პლატფორმას უერთდება

0
1235

IBM-ისა და Maersk-ის გლობალური Blockchain გადაზიდვის პლატფორმა ახალი პარტნიორების შეძენას აგრძელებს.

TradeLens-ი არის Blockchain გადაზიდვის პლატფორმა, რომელიც IBM-ისა და დანიის ლოჯისტიკური გიგანტის Maersk-ის მიერ არის შექმნილი.

დღეიდან პლატფრომა თურქეთთანაც ითანამშრომლებს.

ინტეგრაციის დასრულების შემდეგ, ტერმინალების ოპერატორს შეეძლება მონაცემთა ნაკადთან წვდომა. თანამშრომლობა კონტეინირებული ტვირთების ეფექტური მართვისკენ არის მიმართული.

ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის თანახმად, 2023 წლის სტრატეგიაში Blockchain ტექნოლოგია სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 2023 წელს თურქეთში შეიქმნება Blockchain-ის ღია პლატფორმა. ეს ინიციატივა გულისხმობს სხვადასხვა სარგებელს, როგორიც არის: მიწის რეგისტრაცია, აკადემიური სერთიფიკატები, საბაჟო კონტროლს და ა.შ.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო ასევე გეგმავს ქვეყნის მარეგულირებელთან მუშაობს, რათა რეგულაცია Blockchain ტექნოლოგიისთვის შეიქმნას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს თურქეთში პირველი საუნივერსიტეტო დონის Blockchain-ის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი იყო ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგისთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. გასათვალისწინებული იყო ასევე Blockchain-ის დანერგვა სხვადასხვა სფეროში.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, თურქეთს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი