ესპანეთის მმართველი პარტია საჯარო ადმინისტრაციის სისტემაში Blockchain-ს დანერგავს

0
3560

ესპანეთის მმართველმა პარტიამ Partido Popato-ს 133 დეპუტატმა ესპანეთის საჯარო ადმინისტრირებაში Blockchain-ის დანერგვას ხმა მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას CriptoNoticias-ი აქვეყნებს.

კანონპროექტს 22 ივნისს ესპანეთის კონგრესი გაეცნო და 26 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ჯერჯერობით სხვა დეპუტატების მოსაზრებები ცნობილი არ არის. ამასთანავე, კონგრესის ვებ-გვერდზე დამატებითი ინფორმაცია კანონპროექტის დეტალების შესახებ არ წერია.

ჯერ კიდევ თებერვალში მმართველი პარტიის იდეა იყო საგადასახადო შეღავათების დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიას იყენებდნენ. როგორც ცნობილია, შესაბამისი კანონმდებლობის მიღება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ მარტში კიდევ ერთი ესპანურ პარტიის, Ciudadanos-ის მხრიდან შემოთავაზებული იყო რეგულაციის სისტემის შემოღება კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის და ასევე უნდა მომხდარიყო ესპანეთის საგადასახადო სისტემის შესახებ მათი ინფორმაციით უზრუნველყოფა.

მოგვიანებით მარტში სხვა მსხვილ პარტიას, PSOE-ს შემოთავაზებული ჰქონდა წინადადება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულირებისა თუ სხვა საკითხის შესწავლას ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი