ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობს

0
1770

ინვესტორებს, რომელთაც სურთ კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელება ვალდებულნი იქნებიან საგადასახადო წესებს დაემორჩილონ.

ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს განიხილავს.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მარია ჯესუს მონტერომ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით არსებული წესები ყველა ესპანეთში მცხოვრებ ინვესტორზე ვრცელდება. შესაბამისად, არ ექნება მნიშვნელობა ბირჟაზე ვაჭრობა ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს, თუ საზღვრებს მიღმა.

კანონპოექტში წერია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის, მთავრობას სურს მფლობელების იდენტიფიცირება და ციფრული ვალუტის დაბეგვრის შედეგად გადასახადების მიღება.

“სავალდებულოა, რომ საგადასახადო სააგენტომ ამ ახალი კანონპროექტის შესახებ ინვესტორებსა და კომპანიებს აცნობოს”, – ამის შესახებ ერთ-ერთი ესპანური გამოცემა წერს.

შეგახსენებთ, რომ მაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი.

ამასთანავე, ესპანეთის ცენრალური ბანკის ხელმძღვანელი, ლუის მარია ლინდე აღნიშნავდა, რომ კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას ჰქონდა დაბალი დაშვება ანუ ბევრ ქვეყანაში ლეგალური არ იყო კრიპტოვალუტით გადახდა. ლუის მარია ლინდე ყურადღებას ციფრული ვალუტების არასტაბილურ ბუნებაზეც ამახვილებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი