საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მედიამ პრეზიდენტობის კანდიდატს, ემანულ მაკრონს სთხოვა ციფრული ეკონომიკის თემაზე მკაფიოდ დაეფიქსირებინა თავისი აზრი, რომელთან დაკავშირებითაც მაკრონს მანამდე ხაზგასმით არ უსაუბრია.
აწ უკვე პრეზიდენტმა მაკრონმა დარგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუჭირა მხარი Blockchain ტექნოლოგიას და ფინანსური რეგულაციების ევროპულ მიდგომას.
მედიის გამძაფრებული ინტერესი მაკრონის “თავდაჭერილობამ” გამოიწვია, რომელიც ციფრული ეკონომიკის, ვებ 3.0-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ კითხვებს აქამდე ზედაპირულად პასუხობდა.
„ეს საფრანგეთისა და ევროპისათვის წარმოადგენს შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა გაუშვას ხელიდან. ეს არის სახელმძღვანელო ახალი, ინტერნეტ თაობისათვის. შესაბამისად, ის სოციალურ გამოწვევასაც წარმოადგენს”,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე შენიშნა, თუ როგორ გაიზარდა ფრანგული კრიპტო სტარტაპების რიცხვი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელთა ღირებულება ამჟამად 1 მილიარდ დოლარს აღწევს.