შარშან, აფრო-ამერიკული წარმოშობის რეპერმა, ეიქონმა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა. ციფრულ ვალუტას, AKN-ს კი ამჟამად კენიაში სამედიციონო კომპლექსის მშენებლობის დაფინანსებისთვის გამოიყენებენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონეტის შექმნის საცდელი ეტაპის გაშვება 2020 წლის ნოემბერში, Bittrex–ის კრიპტო ბირჟაზე შედგა. საპილოტე პროგრამის წარმატების შემდეგ, ეიქონის კრიპტოვალუტა ახლა უკვე მზად არის ივლისში 2 მილიარდიანი კომპლექსი სრულად დააფინანსოს.
კრიპტო კომპანიის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა, ჯონ კარასმა საპილოტე პროგრამის წარმატებაზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა, რომ მონეტის შესყიდვები დიდი ენთუზიაზმით მიმდინარეობდა.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ კომლექსის ამუშავების შემდეგ AKN-ი ხელმისაწვდომი იქნება 5,000 საავადმყოფოსა და 2,000 სავაჭრო ობიექტში.
საერთო ჯამში, ეიქონის გუნდის შეფასებით, 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოპერაცია განხორციელდება ყოველდღიურად AKN სიმბოლოების გამოყენებით.
განცხადების თანახმად, AKN–ის გამოყენება უნდა გაიზარდოს. გუნდის თქმით, 2022 წლის ბოლოს AKN-ი უნდა იყოს სამედიცინო ობიექტის ექსკლუზიური ციფრული ვალუტა, რომელიც წელიწადში სხვადასხვა სახის ტრანზაქციას 1,7–დან 2 მილიარდ დოლარამდე განახორციელებს.