ბრაზილიაში პეტიციის შემუშავება ეთერიუმის Blockchain-ის სისტემის შესახებ მიმდინარეობს. პეტიციის თანახმად, ქვეყნის საარჩევნო სისტემა ეთერიუმის ქსელში უნდა გადავიდეს. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ეთერიუმი გახდეს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების დასტაბილურების საშუალება.
თუკი, ბრაზილიის საკანომდებლო ორგანო ეთერიუმის Blockchain-ის სისტემის, ამ ფორმით, ამოქმდებას მხარს დაუჭერს, მაშინ, ქვეყნის მასშტაბით 145 მილიონზე მეტ ამომრჩეველს საშუალება მიეცემა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება დეცენტრალიზებულ და საიმედო ეთერიუმის Blockchain სისტემაში შეინახოს.
ეთერიუმის Blockchain-ის სისტემა დეცენტრალიზაციის პრინციპით იმუშავებს. ასევე, დაშიფრავს ამომრჩევეთა ხმებს, ზუსტად, ისე როგორც, ტრანზაქციების შემთხვევაში ხდება.
ამომრჩეველთა ხმების შენახვის გარდა, ეთერიუმის Blockchain-ს სხვა ფუნქციებიც ექნება.
“ეს პროექტი იყენებს ეთერიუმის ტექნოლოგიას, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია ციფრულად მოაწეროს ხელი პეტიციას. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავანახოთ (მთავრობას) გზები, რათა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის უფრო სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნას უზრუნველყოფს”- განაცხადა ევერტონ ფარგამ, რომელიც ბრაზილიის კონგრესის საკანონმდებლო მრჩევლებთან ერთად ეთერიუმის ტექნოლოგიის გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს.
ამჟამად, ბრაზილიის მთავრობა იკვლევს მობილური აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც დაფუძნებულია ეთერიუმის Blockchain- ის ქსელზე. აპლიკაციაში ბრაზილიის მცხოვრებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი ხმები.
მნიშვნელოვანია, რომ მობილურის სისტემებში დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს, “ბრაზილიის პეტიციასა” და საარჩევნო სისტემას ერთი და იმავე გზით შეუძლია მოქმედება.
ეთერიუმის ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ევერტონ ფრაგა აღნიშნავს: “ეს იქნება დემოკრატიის დღესასწაული. ამ პროექტთან ერთად, ჩვენ შევძლებთ იმის გაკეთებასა, რასაც კონსტიტუცია ამბობს, მაგრამ პრაქტიკაში, ეს (ჯერ) არ განხორციელებულა”.