ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება შეიძლება შეჩერდეს, თუკი მომხმარებლები ნდობას დაკარგავენ.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გააფრთხილა გლობალური საზოგადოება ე.წ. “ციფრული ვალუტის გაშვებების” რისკების შესახებ.
ბანკმა განაცხადა, რომ არსებობს მრავალი მოვლენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ციფრული ვალუტის მიმართ ნდობის დაკარგვა.
პირველ რიგში გამომწვევ მიზეზებს შორის, ბანკმა ჩამოთვალა კიბერშეტევა სისტემაში ან ელექტრონული საფულიდან ფულის მითვისება.
ციფრული ევრო შეიძლება იყოს ფულის შემავსებელი და არა მისი შემცვლელი. ევროკავშირში გამოშვებული ნებისმიერი ციფრული ვალუტა ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს”,- აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ქრისტინ ლეგარდმა ონლაინ შეხვედრაზე.
საფრანგეთ-გერმანიის საპარლამენტო ასამბლეის ონლაინ შეხვედრაზე ლეგარდმა განაცხადა, რომ ბანკი იკვლევს ევროპული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სარგებელს, რისკებსა და ოპერაციულ გამოწვევებს, მაგრამ ტრადიციულ ვალუტას “ციფრულ მომავალში” თავისი როლი მაინც ექნება.
აღსანიშნავია რომ, ქრისტინ ლეგარდი დიდხანს უჭერდა მხარს ცენტრალურ ბანკს ციფრული ევროს შემოღებას.