ევროპაში რეგულაციის სისტემა მეტ გამჭვირვალობას ითვალისწინებს

0
1923

ევროპაში რეგულაციის სისტემა კრიპტოვალუტის ბირჟებს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

“ბლუმბერგთან” საუბრისას, ბრიტანეთის სავაჭრო პლატფორმმა eToro-მ და ავსტრიის ბირჟა Bitpanda-მ შეშფოთება გამოთქვა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციის გამო ძნელდება კრიპტოვალუტის ბირჟის, როგორც ბიზნესის როლის აღქმა.

მიუხედავად ამისა, Bitpanda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ დემუტმა განაცხადა, რომ ბირჟა არ არის რეგულაციის წინააღმდეგი.

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს კრიპტოვალუტის რეგულირების სტანდარტიზაციას.

თუმცაღა, თებერვალში, ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დანიელე ნოიმ პრესას განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაცია ისეთი მკაცრი არ არის, რომ წესების ჩამონათვალის შექმნა საჭირო იყოს.

მაგრამ კრიპტოვალუტის ბიზნესისთვის მარეგულირებლების მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯები კრიპტობიზნესისთვის გარკვეულ, არცთუ სასურველ შედეგებს იწვევს.

“რეგულირებისგან მიღებული მოგებები ნათელია,”,-აღნიშნავს eToro-ს დირექტორი იქბალ გენდემი.

“რეგულირების შესაბამისი სტრუქტურა მოემსახურება როგორც მომხმარებელთა დაცვას, ასევე უზრუნველყოფს ინდუსტრიის ლეგიტიმურობას”,- იქვე დაამატა გენდემმა.

შეგახსენებთ, რომ იქბალ გენდემი არის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული CryptoUK-ის ჯგუფის თავმჯდომარე. ჯგუფი მიზნად ისახავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი