დუბაის მარეგულირებელი კრიპტო მომხმარებელს რეგულაციებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას სთხოვს

0
1388

დუბაის ფინანსური მომსახურების ორგანო განაგრძობს მუშაობას, რათა კრიპტოვალუტის რეგულაციებისთვის სტანდარტიზებული სისტემა შეიქმნას.

გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, დუბაის ფინანსურმა მარეგულირებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ წარადგინოს კომენტარები ორგანოს მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პროცესის საჯარო კომენტარების ფაზა გაგრძელდება 30 დღის განმავლობაში.

საბოლოო ჯამში მარეგულირებლის მიზანს წარმოადგენს ბალანსის დამყარება ზედამხედველობასა და ციფრული ვალუტის სექტორში ინოვაციების განვითარებას შორის.

უნდა აღინიშნოს რომ, დუბაი ციფრული ვალუტისა და Blockchain კომპანიების განვითარებისთვის მიმზიდველი ქალაქია. მაგალითად, 2020 წლის ნოემბერში რიპლიმ ოფიციალურად განაცხადა დუბაიში ოფისის გახსნის შესახებ.

შეგახსენებთ რომ, დუბაიმ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციის სისტემა 2018 წელს შემოიღო. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დუბაის სამთავრობო სტრუქტურებში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი