დიდი ბრიტანეთი სავაჭრო დოკუმენტაციას Blockchain-ზე გადაიტანს

0
984

დიდი ბრიტანეთი სავაჭრო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადასვლისთის ემზადება.

გეგმა ასეთია: Blockchain-ის გამოყენებით გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრებმა კანონმდებლობა წარადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს აღმოფხვრას ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის დოკუმენტების საჭიროება, რაც გაზრდის Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების ალბათობას.

დეპუტატმა მიშელ დონელანმა და გაერთიანებული სამეფოს ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტმა განაცხადეს, რომ ელექტრონული ვაჭრობის დოკუმენტების კანონპროექტი პარლამენტში შევიდა. კანონმდებლობა „არასაჭირო დოკუმენტაციისა და ბიუროკრატიის“ მოხსნას სთავაზობს პალატას, რაც ციფრული ვალუტებით მოვაჭრე სუბიექტებს მეტ თავისუფლებას მისცემს ლეგალურად მოქმედებისათვის.

„ელექტრონული ვაჭრობის დოკუმენტები ასევე ზრდის უსაფრთხოებასა და შესაბამისობას, რაც აადვილებს ჩანაწერების დაარქივებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ მიკვლევადობას – მაგალითად, Blockchain-ისა და განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიის გამოყენებით“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

დონელანისა და ციფრული დეპარტამენტის თანახმად, კანონპროექტი მინიმუმ 10%-ით შემაცირებს ნახშირბადის ემისიას და გაზრდის ტრანზაქციების სიჩქარეს, რაც საერთო ჯამში საკმაოდ პოზიტიურად უნდა აისახასო გაერთიანებული სამეფოს, როგორც ეკონომიკაზე ასევე ტექნოლოგიურ განვითარებაზე.

დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად დაახლოებით 28,5 მილიარდი ქაღალდის სავაჭრო დოკუმენტია დგება. დამტკიცების შემთხვევაში, კანონმდებლობა საშუალებას მისცემს ბიზნესს წარმოადგინონ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები, მათ შორის თამასუქები, საწყობის ქვითრები, ტვირთის დაზღვევის სერთიფიკატები და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი