დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კრიპტოვალუტის განვითარების მომხრეა

0
1023

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა ჯანდაცვის მდივანმა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა, მეთ ჰენკოკმა თემთა პალატას მოუწოდა, ბრიტანეთი კრიპტოვალუტის „სახლად“ აქციოს.

ჰენკოკი 2010 წლიდან ვესტ საფოლკის დეპუტატი იყო, მაგრამ ჯანდაცვის მდივნის თანამდებობა 2021 წლის შუა რიცხვებში დატოვა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი COVID-19-ის პანდემიის უმართავობა გახდა, მეორე მხრივ, კი სკანდალური პირადი ცხოვრება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის აზრს ამჟამად დიდი წონა არ აქვს.

„დიდი ბრიტანეთი შეიძლება იყოს ახალი ინოვაციების FinTech-ისა და კრიპტოვალუტის სახლი. სწორი მოქმედებით, ჩვენ გამჭვირვალობის გაზრდა შეგვიძლია, რაც დაგვეხმარება ახალი ტექნოლოგიების კუთხით დავწინაურდეთ”,- განაცხადა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას მეთ ჰენკოკმა.

ჰენკოკმა ციფრული ვალუტისა და FinTech-ის გამოყენების უპირატესობებზეც ისაუბრა. რა დროსაც განაცხადა, რომ თუ მთავრობა შესაბამის პროგრესულ პოლიტიკას შეიმუშავებს ამ სფეროში ეს იქნება დიდი ეკონომიუკური სტიმული.

მისი აზრით, ფინანსური დანაშაულის შემცირების კუთხით თვალსაჩინო წინსვლაც იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი