გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა ეროვნული საფეხბურთო გუნდის NFT-ის შესახებ.
ასოციაციამ Blockchain-ზე დაფუძნებული ფეხბურთის თამაშის პროვაიდერთან Sorare-ს თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ოფიციალური სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში, DFB შექმნის ციფრულ საკოლექციო ბარათებს ეთერიუმის Blockchain-ზე, რომელშიც გერმანიის ნაკრების 18 მოთამაშე იქნება ჩართული.
Sorare–ის განცხადების თანახმად, ბარათები ხელმისაწვდომი იქნება ევრო 2020 ფეხბურთის ჩემპიონატისთვის. Sorare-ის პლატფორმაზე მოთამაშის NFT ბარათების გაცემით, DFB მიზნად ისახავს ახალი შემოსავლების ნაკადის მოძიებასა და ასევე გულშემატკივართა ჩართულობის მეტი შესაძლებლობის შექმნას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ბოლო თვეების განმავლობაში თამაშზე დასწრება შეზღუდა.
”განსაკუთრებით პანდემიაში, ციფრული შეთავაზებები იყო და არის ერთადერთი გზა ჩვენს გულშემატკივრებთან მაქსიმალურად ახლო ურთიერთობისათვის. იმედი გვაქვს, რომ კორონას კრიზისი მალე დასრულდება, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ციფრული შესაძლებლობების გამოყენება უფრო ინტენსიურად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ჩვენს ფანებს შევთავაზოთ ახალი ინტერაქტიული შესაძლებლობები”,- აღნიშნა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის მარკეტინგის მმართველმა დირექტორმა.