2020 წლისთვის ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი ან ეთერიუმი გერმანიაში გადახდის საშუალებად არ მიიღება.
ამის შესახებ ევროპის ეკონომიკური კვლევის ცენტრი იტყობინება.
ცენტრის ყოველთვიური ფინანსური ბაზრის ანგარიშის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს იმ შესაძლებლობას, რა დროსაც ერთი ფინჯანი ყავის შეძენისთვის კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი.
გამოკითხულთა მხოლოდ 13% აცხადებს, რომ 2020 წლისთვის რეალურად მიაჩნია კრიპტოვალუტით სხვადასხვა სერვისისთვის გადახდა. რესპონდენტების 23%-მა განაცხადა, რომ მსგავსი გადახდის სისტმება ამერიკასა და იაპონიაში უფრო წარმოუდგენია, ვიდრე გერმანიაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც 2020 წლისთვის კრიპტოვალუტით გადახდა სხვადასხვა სერვისების მისაღებად წარმოსადგენად მიაჩნიათ, 23%-ია. შედარებით განსხვავებული პროგნოზია იაპონიასა და აშშ-ში.
იაპონიაში გამოკითხულთა 34%-მა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის კრიპტოვალუტით გადახდა სრულიად შესაძლებელი იქნება, ხოლო აშშ-ში გამოკითხულთა 35% არის კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდის შემოღებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად განწყობილი.
გერმანიაში გამოკითხულთა მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ 2020 წლისთვის, კრიპტოვალუტით შესაძლებელი იქნება მანქანების შეძენა. იაპონიაში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, ხოლო აშშ-ში 15%-ს.
“ერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი შედეგებიდან, რომ ჩვეულებრივი გადახდის მეთოდი უკვე აკმაყოფილებს ბაზრის მონაწილეთა მოთხოვნებს, ხოლო კრიპტოვალუტა – 2020 წლისთვისაც ისევ რჩება იმ დონეზე, როდესაც ყოველდღიური გადარიცხვებისთვის ტრანაქციების ღირებულება მაღალია”,- აღნიშნვას მკვლევარი დოქტორი დომინიკ რეჰსი.