გერმანიის მარეგულირებელმა უცხოური კომპანიის მიმართ გაფრთხილება გამოსცა

0
1377

გერმანიის მარეგულირებელმა, ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ, გაფრთხილება გამოსცა ბულგარული კრიპტოვალუტის ბროკერის, 5 Capital-ის წინააღმდეგ.

მარეგულირებელმა კომპანიას ქვეყანაში მოქმედება აუკრძალა, რადგან ფირმა კლიენტებს უკანონო კონტრაქტებს სთავაზობდა.

მარეგულირებელმა დაადგინა, რომ კომპანიამ მომსახურება კლიენტებს საჭირო ლიცენზიის გარეშე მიაწოდა.

გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს განცხადების თანახმად, კომპანია სოფიაშია დაფუძნებული. ქვეყნის მარეგულირებელი ინვესტორებს ყოველთვის რეკომენდაციას აძლევს, რომ შეამოწმონ იმ კომპანიების წარმოშობა, რომლებიც სთავაზობენ მათ სხვადასხვა სერვისსა თუ მომსახურეობას.

მარეგულირებლის მოწოდება არის ასევე, რომ ნუ ენდობიან იმ კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მარტივად შეუძლებელია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან, გერმანიაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები შევა ძალაში. ახალი მარეგულირებელი სისტემის თანახმად, კრიპტო კომპანიებს ლიცენზიას მხოლოდ საფინანსო ზედამხედველობის ორგანო მიანიჭებს.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეგულაციები მოითხოვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესების ლიცენზირებას. ასეთი ტიპის ბიზნესში შედის კრიპტოვალუტის ბირჟები და ელექტრონული საფულეები.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან გერმანიაში კრიპტოვალუტას ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი ექნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი