გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD) კრიპტოვალუტის შესახებ პოლიტიკის მოკლე შინაარსი გამოაქვეყნა.
ეს არის ზედიზედ მესამე ბრიფინგი, რომელიც ციფრული ვალუტას მიეძღვნა. კონფერენციაზე იმ რისკების დეტალურ შეფასება მოხდა, რასაც კრიპტოვალუტა განვითარებადი ეკონომიკებისთვის წარმოადგენს. საუბარი რისკების გადაჭრის ვარიანტებსაც შეეხო.
UNCTAD-ის პოლიტიკის ბრიფინგი ამტკიცებს, რომ მიუხედავად კრიპტოვალუტის შესაძლებლობისა, გაადვილოს ფულადი გზავნილების სისტემა და წაახალისოს საზოგადოების ფინანსური ჩართულობა ეკონომიკაში, მას ასევე შეუძლია ძირი გამოუთხაროს შიდა რესურსების მობილიზაციას განვითარებად ეკონომიკაში გადასახადების თავიდან აცილების ჩართვით ფინანსური ნაკადების საკუთრების დამალვისა და მათი ქვეყნის გარეთ მიმართვის გზით.
ავტორები აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტები ანგარიშების ფსევდონიმურობას და არასაკმარის ფისკალურ ზედამხედველობას ან სუსტ აღსრულებას წარმოადგენს.
“განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას არ აქვს საგადასახადო რეგულაციები, რომლებიც მოიცავს კრიპტოვალუტებს და მესამე მხარის ანგარიშგების სისტემის არარსებობა აადვილებს კრიპტო ჰოლდინგის დამალვას”,- ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.