ბულგარეთის ორ მოქალაქეს ბრალად ედება თითქმის 1.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის ქურდობა. ელექტროენერგია გამოყენებული იყო მაინინგის საქმიანობისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ დაკავებულ პირებს 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რამდენიმე კვირის წინ Blockchain ანალიტიკური პლატფორმა Whale Alert-ის განცხადება გამოქვეყნდა. კომპანია აცხადებს, რომ 2017-დან 2020-ის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითობის შემთხვევები გაზრდილია.
კვლევამ გამოავლინა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თაღლითებმა 38 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს.
Whale Alert-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ დღითიდღე ათეულობით სხვადასხვა ტიპის თაღლითობის პოპულარობა მატულობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთში ჰაკერებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟანდარმერიამ გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები მალევე დააკავა.