ბულგარეთის ეროვნული შემოსავლების სააგენტო კრიპტოვალუტის სავაჭრო კომპანიების ინსპექტირების დაწყების შესახებ იუწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება ავრცელებს.
გამოძიების მიზანია დაიცვას საგადასახადო და სოციალური უსაფრთხოება. ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო იტყობინება, რომ შემოსავლების დამალვისა და გადასახადების გადაუხდელობისთვის კრიპტო-აქტივების გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბულგარეთის შემოსავლების სააგენტოს მიერ 9 კომპანიის შემოწმება არის დაგეგმილი. კომპანიებს შორის ციფრული ვალუტის ბირჟებიც მოიაზრება.
შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო მიღებული ინფორმაცით დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ფინანსურ გადაცდომებს.
ბულგარეთში ციფრული ვალუტის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი წლიური საგადასახადო დეკლარაციით 10%-ს შეადგენს. ამასთანავე, კრიპტოვალუტა განიხილება, როგორც ფინანსური აქტივის რეალიზაციიდან მიღებული მოგება.
კომპანიების მიერ კრიპტოვალუტის გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება დაბეგვრის კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის აქტის მიხედვით დგინდება.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერის თვეში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთში ჰაკერებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟანდარმერიამ გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები მალევე დააკავა.