ბრაზილიის საფონდო ბირჟა სტაბილკონის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1031

ბრაზილიის საფონდო ბირჟა იმ მცირე ბირჟებიდან ერთ-ერთია, რომელიც სავალუტო სახსრებს ბიტკოინით ჰყიდის. ბირჟა ასევე ატარებს კვლევას, რათა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის უზრუნველყოს მონაცემების შეგროვება.

ლუის კონდიჩი, ბირჟის მონაცემების მმართველი დირექტორი, ირწმუნება, რომ საფონდო ბირჟა სტაბილკოინის საკითხს ყურადღებით ეკიდება.

ამასთანავე, მან სტაბილკოინთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ონლაინ ღონისძიებაზეც ისაუბრა.

”ჩვენ მას ვხედავთ და ვაფასებთ ამ ეკოსისტემაში ურთიერთქმედების და მონაწილეობის საუკეთესო გზად. ამასთანავე, მე მჯერა, რომ ეს ჩვენთვის არის განვითარება და წინსვლა პროგრამირებადი ფულადი გადასახადების სისტემის მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”,- აღნიშნა ლუის კონდიჩმა.

ამასთანავე, დირექტორის თქმით, “ჭკვიან კონტრაქტებს” შეუძლიათ პოტენციურად უზრუნველყონ ბრაზილიის სტაბილკოინის რამდენიმე სარგებელი, მათ შორის B3–ის Oracle-ს შეყვანის საფუძველზე მოგების ავტომატური განაწილების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გადადგმული ნაბიჯები ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათი ციფრული ვალუტა 2022 წლისთვის უკვე მზად იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი