Walmart-ი თანამშრომლობს მონეტების სალარო აპარატების კომპანია Coinstar-თან და კრიპტოვალუტის ბირჟა Coinme-სთან, რათა 200 ბიტკოინის აპარატი აშშ-ს მაღაზიებში დააინსტალიროს.
მიუხედავად იმისა, რომ საპილოტე პროგრამა მოიცავს მხოლოდ 200 აპარატს, დაგეგმილია უფრო ფართო მასშტაბის გაშვებაც, რისი მიზანიც საბოლოოდ ქვეყნის მასშტაბით 8000 ერთეული ბიტკოინის ბანკომატის დამონტაჟებაა.
დამატებითი დეტალები ვადების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Coin ATM Radar-ის მიხედვით, ამჟამად 25000-ზე მეტი ბიტკოინის ბანკომატი შეერთებულ შტატებში შერჩეულ სასურსათო მაღაზიებსა და სერვის სადგურებზე უკვე მოქმედებს. Coinstar-ს აქედან 4400 სრულად ფუნქციონირებადი აპარატი ეკუთვნის.
სემ დოქტორმა, სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა და BitOoda-ს კვლევის ხელმძღვანელმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ბიტკოინის ბანკომატები არ არის ახალი და მისი ნახვა უკვე შესაძლებელია არაერთ სუპერმარკეტში.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში აშშ–ში ბიტკოინის ბანკომატების რაოდენობა 177%–ით გაიზარდა.