ანალიტიკოსების პროგნოზით ბიტკოინის ფასი 24.000 დოლარს მიაღწევს

0
1075

ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას 24.000 დოლარზე ელოდებიან. ბოლო კვირაა ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა.

როგორც წესი, თუკი ბიტკოინის ფასმა მოიმატა მაშინ ყველა კრიპტოვალუტის კურსი მატებას განიცდის.

ექსპერტები ელოდებიან, რომ თუკი ბიტკოინის ფასი 23.600 დოლარის დონეს დასძლევს მაშინ, ციფრული ვალუტის კურსი 24.000 დოლარამდე გაიზრდება.

ბიტკოინის ფასის მერყეობა 23.500-სა და 24.000 დოლარს შორის შესაძლოა, გამოწვეული იყოს აშშ-ს ბოლოდროინდელი რეგულაციის გამო.

ახალი რეგულაცია ე.წ. დაფარული საფულეების გამჟღავნებას გულისხმობს.

სახაზინო ფინანსური დანაშაულების სააღსრულებო ქსელის განცხადებაში შემოთავაზებულია წესები, რომლებიც მოითხოვს რეგისტრირებული ციფრული ვალუტის ბირჟებისგან მომხმარებლების ვინაობის გადამოწმებას და ე.წ. დაფარული საფულეების აღმოჩენას.

წესები განსაკუთრებით მკაცრდება მაშინ, როცა ვაჭრობა 3000 დოლარის დონეს სცდება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებულ წინადადებას ამჟამად კანონის ძალა არ აქვს. ხაზინამ დაინტერესებულ მხარეებს მისცა 15 დღის ვადა აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოსათქმელად.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ბიტკოინის კურსის 24.000 დოლარამდე გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი