ანალიტიკოსი: საჭიროა ბიტკოინის კურსის მერყეობის შემცირება

0
2607

Fundstrat Global Advisors-ის წევრმა რობერტ სლამერმა CNBC-სთან საუბარში ბიტკოინის მომავალი ფასების კორექციის შესახებ ისაუბრა.

ბიტკოინის ფასებზე საუბრისას რობერტ სლამერმა განაცხადა, რომ ფასების ქვედა დონე არის მოსალოდნელი, რომელსაც მომდევნო დღეებში დავინახავთ.

ბიტკოინის ფასმა ვერ შეძლო მაისში მოსალოდნელი კურსის მატება და რაიმე სახის შედარებით, პოზიტიური, გრძელვადიანი პროცესის შენარჩუნება. თუმცა, რობერტ სლამერი იქვე აღნიშნავს, რომ ბიტკოინის გრძელვადიან პოზიციას 9.500 დოლარზე პროგნოზირებს.

“როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა სჭირდება უსაფრთხოებას, ბაზარს, კრიპტოვალუტას, პირველ რიგში საჭიროა კონკრეტული სამიზნე ფასი, შემდეგ საჭიროა კურსის მერყეობის შემცირება, რასაც მოჰყვება კრიპტოვალუტის ფასის ზრდა”,- აღნიშნავს რობერტ სლამერი.

რობერტ სლამერი ასევე ითვალისწინებს იმასაც, რომ ექსპერტების ნაწილი ბიტკოინის ფასების შემცირებას 5.000-დან 3.000 დოლარამდე პროგნოზირებს. თუმცა, სლამერი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის კურსი ასეთ ქვედა ზღვარზე არ ჩავა და 7.800 დოლარზე გამყარდება.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ბიტკოინის ბოლონდროინდელი წარუმატებელი მდგომარეობისა, ტომ ლიმ მაისში განაცხადა, რომ ის კვლავ იმ აზრზეა, რომ ბიტკოინის ფასი ამ წლის ბოლოსთვის 25.000 დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი