ბიტკოინის ფასი ისევ შემცირდა

0
965

ბიტკოინის ფასი ისევ შემცირდა. ახალი კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტის კურსი კვლავ 16.900 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 17,100-სა და 17,240 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა, ორშაბათს ბიტკოინის კურსი მკვეთრად შემცირდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 16.000 დოლარზე ქვემოთაც კი აღმოჩნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 17,129 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 17,245 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 17,091 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 17,104 დოლარზე დაიხურა.

12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 16,937 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 1,33%-ით მოიმატა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კი 2,46%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 325 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი