„აშშ-ს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) არ გააუმჯობესებს აშშ-ს დოლარის ხარისხს, რომელსაც უცხოური კომპანიები ყველაზე მეტად აფასებენ”,- განაცხადა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო საბჭოს მმართველთა საბჭოს წევრმა, კრისტოფერ უოლერმა.
CBDC-ის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა უოლერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმზე, აღნიშნული საკითხი ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განიხილა.
უოლერს უფრო ხელსაყრელი შეხედულება ჰქონდა დოლარით მხარდაჭერილი სტაბილკოინის მიმართ.
აშშ დოლარი მსოფლიოში წარმოადგენს ერთგვარ სისტემას, სადაც ეკონომიკა, CBDC და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთს ემთხვევა.
აშშ დოლარს მსოფლიოს ისეთი ქვეყნებისათვის მოაქვს სასიცოცხლო სარგებელი, სადაც იგი პრიორიტეტული ვალუტაა, ან ამ ვალუტაში აქვს ქვეყანას ბიუჟეტის რეზერვი.
შესაბამისად, აშშ-ს CBDC-ის შემოღება ამერიკის ეკონომიკაზე გავლენას არ მოახდენს.