2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა ენდრიუ იანგმა განაცხადა, რომ Blockchain-ი შეერთებული შტატების მომავლის დიდი ნაწილი უნდა იყოს.
ეს განცხადება ენდრიუ იანგმა ნიუ-იორკში Consensus-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
“მე მჯერა, რომ Blockchain-ი ჩვენი მომავლის დიდი ნაწილია. თუ მე თეთრ სახლში ვიქნები, ჩვენ გვექნება ძალიან მეგობრული პოლიტიკა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით”,-განაცხადა ენდრიუ იანგმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 11% ბიტკოინის მფლობელია.
ამის შესახებ ცნობილი გახდა კომპანია Blockchain Capital-ის კვლევის შედეგად.
კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა რომ, ამერიკელების დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ 2017 წლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელებში ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერება ამაღლდა.
2017 წლიდან 2019-მდე 77%-ით გაიზარდა იმ ადამინთა რიცხვი, რომლებიც ბიტკოინით დაინტერესდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბიტკოინის მიმართ ინტერესს 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები გამოხატავენ.