პატ ტომი, შეერთებული შტატების სენატის საბანკო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, ვალუტის მაკონტროლებლის სამსახურის უფროსის კანდიდატურას აკრიტიკებს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაასახელა ყაზახეთში დაბადებული ადვოკატი, საულ ომაროვა, ფინანსური მარეგულირებლის თავმჯდომარის პოსტზე.
მას კრიტიკოსები ახასიათებენ, როგორც კრიპტოვალუტისა და ბანკებისადმი უარყოფითად განწყობილ პიროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ ომაროვა 1991 წლიდან აშშ-ში ცხოვრებს და ჯორჯ ბუშის მრჩევლადაც მუშაობდა, მას საბჭოთა წარსული აქვს.
ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს 1988 და 1989 წლებში, რა დროსაც სარგებლობდა ლენინის აკადემიური სტიპენდიით.
ომაროვასადმი გაგზავნილ ღია წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სენატორმა აღნიშნა, რომ მას სურს ნახოს მისი სადიპლომო ნაშრომი, რომელიც კარლ მარქსის ნაშრომების ეკონომიკურ ანალიზს შეეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, ეს ინფორმაცია საულ ომაროვის საჯაროდ წარმოდგენილი ბიოგრაფიიდან ამოშლილია.
სენატორი, პატ ტომი აცხადებს, რომ ის ითხოვს დოკუმენტს, რათა სენატის საბანკო, საბინაო და ურბანულ საქმეთა კომიტეტმა სრულად შეაფასოს სენატის მიერ დამტკიცებული აღმასრულებელი და დამოუკიდებელი სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი პირი.