Okcoin–ის წარმომადგენელი: აშშ-ს მკაცრი მარეგულირებელი სისტემა თაღლითობის თავიდან აცილებას არ ნიშნავს

0
1043

“აშშ-ში კრიპტოვალუტის უფრო მკაცრი რეგულაციები სულაც არ შეუწყობს ხელს თაღლითობის თავიდან აცილებას”,- აცხადებს Okcoin-ის წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ Okcoin–ის უფროსმა ოფიცერმა, მეგან მონოემ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტებზე ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კითხვები, შემდგომი რეგულირება შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო გამოსავალი.

მეგან მონოემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აშშ–ს ამჟამინდელი რეგულაციები საკმარისია კრიპტოვალუტის ბირჟისა და საფულეების გამართულად ოპერირებისთვის. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ამ ფედერალური ფინანსური მარეგულირებლების იურისდიქციის საზღვრები არც მკაფიოა და არც ერთობლივი.

უნდა აღინიშნოს, რომ მეგან მონოე მხარს უჭერდა მკაფიო სისტემის შექმნას, რათა დადგენილიყო რომელი კრიპტო კომპანიები უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს.

”მკაფიო მარეგულირებელი სისტემა დადგენილი იურისდიქციის საზღვრებით, შესაბამისობის მოქნილი სტანდარტებითა და რეგისტრირებულებთან (ასევე სახელმწიფო მარეგულირებლებთან) ღია საკომუნიკაციო არხებით იქნება კარგი გზა ბაზრის მონაწილეებისთვის თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად.

მეორე მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ბირჟებს, რომლებიც ცდილობენ იმუშაონ მარეგულირებელ სუბიექტებთან, უფრო მეტად უზრუნველყონ ინვესტორების დაცვა”,- აღნიშნა მეგან მონოემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი