გასული კვირის ბოლოს ამერიკის ფინანსური მომსახურების კომიტეტის სხდომაზე, ფედერალური რეზერვების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერომ პაუელმა ერთ-ერთი სპიკერის პატრიკ მაკჰენრის შეკითხვებს უპასუხა.
დირექტორის თქმით, ციფრული დოლარის სახით აშშ–ს წინაშე ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებია წამოჭრილი.
ჯერომ პაუელმა თქვა, რომ პროექტთან დაკავშირებით ბევრი შეშფოთება იყო და ფედერალური ბანკი აპირებდა საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენას. მან ასევე დასძინა, რომ ციფრული დოლარის შექმნა პრობლემებს სხვა ბიზნესს არ შეუქმნის.
”ეს იქნება ის წელი, როდესაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზოგადოებასთან, მათ შორისაა რამდენიმე საზოგადოებრივი ღონისძიება, რომელზეც ვმუშაობთ. ამასობაში, ჩვენ განვიხილავთ ტექნიკურ გამოწვევებს და ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს სხვა ცენტრალურ ბანკებთან, რომლებიც ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავენ”,- განაცხადა ფედერალური რეზერვების აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამასობაში, ფედერალური სარეზერვო სისტემა კვირის ბოლოს კიდევ ერთი ტექნიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თითქმის ყველა სერვისი, რომელსაც ის ონლაინ პორტალით უზრუნველყოფს, ერთ საათზე მეტი გათიშული იყო.