ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქმა პანამიდან ექსტრადირება გაუწიეს სავარაუდო კრიპტოვალუტის თაღლითური სქემის ლიდერს, AirBit Club-ს.
გუთემბერგ დოს სანტოსი არის AirBit Club-ის ექვს ოპერატორთაგან ერთ–ერთი, რომელსაც ბრალი ედება გადასახადების დამალვაში. იგი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში თავის თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს წინაშე წარსდგება. დაკავებულის თანამზრახველები პოლიციამ მალევე დააკავა. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ირწმუნება, რომ AirBit Club-ი გარანტირებულ მოგებას ჰპირდებოდა მომხმარებლებს. ვინაიდან აღნიშნული შემოსავლები ბაზაში არ ასახულა, ეს ითვლება გადასახადების დამალვად, რაც ისჯება კანონით.
აღსანიშნავია რომ, სქემა ჯერ კიდევ მოქმედია და ვებ-გვერდი აწარმოებს გაყიდვებს. ექვსიდან ერთ–ერთ ბრალდებული არის სკოტ ჰიუჰსი, კალიფორნელი ადვოკატი, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, AirBit–ის ხელმძღვანელობას ამ თაღლითური სქემის განხორცილებაში დაეხმარა.
ის ონლაინ უწევდა კონსულტაციებს პროგრამის მესვეურებს, ასევე ეხმარებოდა სხვადასხვა ანგარიშის მფლობელებს ფულის გათეთრებაში. თუმცა აცხადებს რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება არის ცილსწამება და აპირებს ბრალის აღიარებას.