აშშ-ს ფინანსურ დამკვირვებელს სურს კრიპტოვალუტის კომპანიებმა ყოველწლიური ფინანსური დანაშაულის შესახებ ანგარიშები წარადგინონ, რათა რეგულირების კუთხით მონაცემები გამჭვირვალე გახდეს.
კრიპტოვალუტის კომპანიები შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილების პირისპირ.
ამის პარალელურად კი, ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური თავისი საგამოძიებო შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს, რათა გამოამჟღავნოს კრიპტო თაღლითური გარიგება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელი.
ივნისის ბოლოს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, ცხადყოფს, რომ ქვეყნის შემოსავლების სამსახური გარკვეული ტრანზაქციების ანალიზს კატეგორიულად მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხვნა ნამდვილად არ არის უსაფუძვლო.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.
პრესრელიზში FBI-მ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის თაღლითობასთან დაკავშირებული სქემების ზრდა ზიანს მიაყენებდა ციფრული ვალუტით დაინტერესებულ პირებს.