აშშ-ში ორი ადამიანი კრიპტო კომპანიისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს

0
1326

ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა უწყებამ ორი ადამიანი დააკავა. დაკავებულები სტარტაპ კრიპტო კომპანიას განადგურებით ემუქრებოდნენ. ეჭვმიტანილები კრიპტო კომპანიას ციფრული ვალუტით მილიონი დოლარის გადახდასაც სთხოვდნენ.

“FBI ვალდებულია ბიზნესი დაიცვას მუქარისა და გამოძალვისგან. არ აქვს მნიშვნელობა გამოძალვა რას ეხება, დოლარს, თუ კრიპტოვალუტას”,- განაცხადა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა.

დაახლოებით ერთი წლის წინ ლუიზინას შტატის მთავარი პროკურორი იტყობინებოდა, რომ იძებნებოდა ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც სამსახურის ტექნიკურ რესურსებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებდა.

მაინინგთან დაკავშირებით, ლუიზიანას საგამომძიები ბიურომ კითხვების დასმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპიუტერების მოწყობილობებში მაინინგის ჩიპები იპოვეს.

“ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, რომ კომპიუტერის სისტემები შეიძლება კომპრომიტირებული ყოფილიყო”, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. რაც შეეხებათ მოქმედ თანამშრომლებს ისინი უარყოფდნენ სამსახურის კომპიუტერების რესურსების მაინინგისთვის გამოყენებას.

შეგახსენებთ რომ, 2017 წლის იანვარში, ინსპექციის გენერალური დირექტორის ფედერალური სარეზერვო ოფისის ყოფილი თანამშრომელი 5000 დოლარით მას შემდეგ დაჯარიმდა, რაც სამსახურის კომპიუტერის სერვერზე ბიტკოინის მაინინგის სისტემა აღმოაჩნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი